ჩინელი მედიკოსები ქვეყნის რამდენიმე რეგიონის მოსახლეობას მორიგი სახიფათო ვირუსის გავრცელების შესახებ აფრთხილებენ. ვირუსის სახელწოდებაა SFTS და ის, როგორც წესი მწერების ნაკბენის შედეგად გადადის.
მათი ინფორმაციით, 2020 წლის პირველ ნახევარში ჩინეთში გამოვლენიი 60 შემთხვევიდან 7 ადამიანი გარდაიცვალა.
ჩინელი ვირუსოლოგი შენ ცზი ფანი არ გამორიცხავს, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზეც გადადიოდეს. მან დააზუსტა, რომ ის სისხლით ან ჩირქით შეიძლება გადადიოდეს.
სტატისტიკის თანახმად, SFTS-ით დაინფიცირების 60% აღმოსავლეთ ჩინეთში, ციანცზუს პროვინციაში დაფიქსირდა, დანარჩენი მის მიმდებარე რეგიონებში ანჰოისა და ჩჟე ციანში. ვირუსით დაავადებულებს შემდეგი სიმპტომები აღენიშნებათ - მაღალი ტემპერატურა, ხველა, სისხლშ ლეიკოციტების შემცირება და ტრომბოციტების წარმოქმნა.
ვირუსი ახალი არ არის, ვირუსოლოგების თქმით, ამ დაავადების წყარო 2011 წელს აღმოაჩინეს და ის ბინარივირუსების ოჯახს განეკუთვნება, რომელიც აავადებს ხერხემლიანებს, ფეხსახსრიანებსა და ასევე მცენარეებს. ვირუსი ჯერ კიდევ ნაკლებადაა შესწავლილი. ექიმები მიიჩნევენ, რომ პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს, მთავარია მოსახლეობა იყოს ყურადღებით და პირადი ჰიგიენა დაიცვას.
მასალის გამოყენების პირობები






