"საუდის არაბეთის ტახტის მემკვირდემ დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის მოკვლისთვის დაქირავებული რაზმი კანადაში გაგზავნა"- BBC
მსოფლიო - 12:41, 07 Aug, 2020     1844

ბრიტანული მედია ავრცელებს სენსაციურ ინფორმაციას საუდის არაბეთის სამეფო საგვარეულოს შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით. გაცხადებული ინფორმაციით, არაბეთის გვირგვინოსანმა პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა გაგზავნა მკვლელთა რაზმი ჩრდილოეთ ამერიკაში, რათა სამეფოს დაზვერვის მაღალჩინოსანი მოეკლა.

საად ალ-ჯაბრის წარუმატებელი მკვლელობის ოპერაცია თურქეთში ჟურნალისთი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ მალევე დაიგეგმა. საუდის არაბეთის მთავრობის ყოფილი წევრი, 3 წლის წინ გაიქცა ქვეყნიდან და ტორონტოში გაძლიერებული დაცვის ქვეშ ცხოვრობს. მკვლელობა აღკვეთეს კანადელმა მესაზღვრეებმა მაშინ, როდესაც მათ საეჭვო ჯგუფი დააპატიმრეს ტორონტოს პირსონის საერთაშორისო აეროპორტში. 61 წლის ჯაბრის ჰქონდა ძალზე აქტიური ურთიერთობა ბრიტანეთის MI6-თან და სხვა დასავლურ სადაზვერვო უწყებებთან საუდის არაბეთში.

გავრცელებული ინფორმაციით, მოჰამედ ბინ სალმანი ჯაბრის მკვლელობას მის გასაჩუმებლად აპირებდა. ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით, ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმის გამო, რომ იგი „წყეულ ინფორმაციას“ ფლობდა. ჯაბრი ფლობდა ინფორმაციას კორუფციულ საქმეებზე, აგრეთვე დაქირავებულ მკვლელთა რაზმის შესახებაც, რომლებსაც მოჰამედ ბინ სალმანი განკარგავდა.

მკვლელთა ჯგუფი სახელად „ ვეფხვის რაზმი“ აქტიურად იყო ჩართული ჟურნალისტი ხაშოგის მკვლელობაში, რომელიც 2018 წელს საუდის არაბეთის საკონსულოში განხორციელდა.

ბრიტანული მედიაგამომცემლობებისა და უშუალოდ ჯაბრის აზრითაც, ერთ-ერთი საკვანძო ინფორმაცია, რომლის გამოც სალმანი მის მოკვლას ცდილობდა არის იმ შიდა ინფორმაციებზე წვდომა, რომელიც სამეფო ოჯახში მოხდა.

2015 წელს როდესაც მეფე აბდულა მოკვდა და ტახზე მისი ნახევარ ძმა სალმონი ავიდა, რომელმაც თავისი ახალგაზრდა და გამოუცდელი შვილი, მოჰამედ ბინ სალმანი თავდაცვის მინისტრად დანიშნა. 2017 წელს ბინ სალმანმა მამის კურთხევით განახორციელა უსისხლო გადატრიალება სასახლეში. მან ფაქტობრივად მიიტაცა სამეფო ტახტზე შემდგომი პრეტენდენტის ადგილი, რომლის თანახმადაც მომავალი მეფე გახდება არა პრინცი მოჰამედ ბინ ნაიფი, არამედ თვითონ.

ტახტის პრეტედენტობიდან გადაყენებული პრინცი ამჟამად დაკავებულია, მისი ფინანსური აქტივები გაყინულია, ხოლო ისინი ვინც მის სასარგებლოდ მუშაობდნენ თანამდებობებზე სამსახურიდან გათავისუფლებულია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42