"საბაჟო კავშირის წევრობა, სომხეთს დაღუპვამდე მიიყვანს"
მსოფლიო - 14:37, 18 Nov, 2013     2318

სომხეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის ვიზიტისთვის ემზადებიან. ვიზიტი 2 დეკემბერსაა დაგეგმილი. პუტინი მონაწილეობას მიიღებს მესამე რეგიონულ სომხურ-რუსულ ეკონომიკურ ფორუმში, ასევე ეწვევა გიუმრის, სადაც 102-ე რუსული ბაზაა განლაგებული.

- ევრაზიული ინტეგრაციის მომხრეები რუსეთის ლიდერისგან მხარდაჭერას ელიან. მან ძლიერი არგუმენტები უნდა მოიყვანოს სომხეთის არჩევანის სისწორესთან მიმართებაში, რაც ადგილობრივი საზოგადოების პოზიციებს გაამყარებს, განსსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ხუთი წელი ევროინტეგრაციის სასარგებლოდ მიდიოდა აგიტაცია, - განუცხადა „იზვესტიას“ სომხეთის პოლიტოლოგების ასოციაციის ხელმძღვანელმა ამაიაკ ოვანესიანმა.

- სომხეთი ყოველთვის ითვლებოდა საიმედო და პატიოსან პარტნიორად რუსეთთან ურთიერთობებში, რასაც ადასტურებს სომეხი პრეზიდენტის განცხადება ევრაზიული კურსის განვითარების ვალდებულებაზე, - აღნიშნა სახელმწიფო-სამართლებრივ საკითხებში კომისიის წევრმა ოვანეს სააკიანმა.

სომხეთის დემოკრატიული პარტიის მეთაურმა - არამ სარქისიანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შედეგად ელის რუსეთის ფედერაციაში სომხური ტვირთების ტრანზიტის აღდგენას აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე. ასევე, გეოპოლიტიკური ღერძის - რუსეთი-სომხეთი-ირანის გაძლიერებას. მისი აზრით, ამ პროექტში, შესაძლოა, ევრაზიული კავშირის სხვა წევრებიც ჩაერთონ.

თუმცა, სომხეთში არიან ძალები, რომლებიც ევრაზიულ კავშირში შესვლის წინააღმდეგნი არიან და თვლიან, რომ ამ კავშირის ჩამოყალიბება რუსეთის იმპერიულ ამბიციებს ადასტურებს.

„ეროვნული თვითგამორკვევის გართიანების“ ხელმძღვანელი პარუირ აირიკიანი „იზვესტიასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ  მოსახლეობის ¾ წინააღმდეგია სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლის.

- საბაჟო კავშირის წევრობა, სომხეთს დაღუპვამდე მიიყვანს, პუტინს კი სურს ის დაასრულოს, რისი კეთებაც ათათურქმა და ლენინმა დაიწყეს,- მიიჩნევს აირიკიანი.

- ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ სახელმწიფოს მეთაურს გავაგებინოთ ხალხის უარყოფითი შეფასება საბაჟო კავშირთან მიმართებაში და მოვთხოვოთ, რომ პრეზიდენტმა ვილნიუსში ევროკავშირის „აღმოსავლეთპარტნიორობის“ სამიტზე ვიზიტისას, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების დადებით, ევროინტეგრაცია გაამყაროს, - ამბობს აირიკიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42