გადაცემის წამყვანის, თქმით, ლობჟანიძეს პორნოინდუსტრია მასთან, და არამხოლოდ მასთან, პირად საუბრებში უხსენებია.
"პრივატულ საუბრებში თქვენ პორნოინდუსტრიაც ახსენეთ, არამხოლოდ ჩემთან", - მიმართა ადეიშვილმა ლობჟანიძეს.
"რა პორნოინდუსტრია" - უპასუხა ლობჟანიძემ წამყვანს, რის შემდეგაც წამყვანი დაინტერესდა კითხა მას თუ რა სქმიანობას ეწევა კომპანია .
ბაჩანა ლობჟანიძის თქმით, კომპანიის "საქმიანობა ინჟინერული საქმიანობაა, იქ ყველაფერი ციფრულია და საქმიანობა არ არის შეთავსებადი არანაირ კულტურასთან.
"მე იმას ვამბობ, რომ თვითონ საჯარო ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა მარკეტზე მუშაობს ZAG, ეს არ არის საჯარო და ხელმისაწვდომი.. შესაძლოა, არც ყველა თანამშრომელმა იცოდა, მე ამას რ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ როცა მუშაობ და ხარ ინჟინერი.... ეს მე გავიგე, ვისთანაც გადავამოწმე ეს ინფორმაცია მან მითხრა, რომ ამას არ ასაჯაროებენ და უბრალოდ არ არის მიზანშეწონილი თუ როგორც არის რომ.." - თქვა მან.
ბაჩანა ლობჟანიძის ამ ბრალდებებს "მთავარი არხის" ეთერშივე უპასუხა კომპანია ZAG-ის ადვოკატმა. დაინტერესდა, არის თუ არა კანონსაწინააღმდეგო ან ქართულ მენტალიტეტთან შეუსაბამო პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება. მან კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა:
"ქართულ მენტალიტეტთან შეუთავსებელ საქმიანობას არ ახორციელებს. კომპანია ZAG წერს პროგრამას და ამ კონკრეტული პროგრამის დაწერის შემდეგ, ის გადადის დამკვეთის საკუთრებაში. დამკვეთი რას გამოიყენებს და როგორ გამოიყენებს, ის უკვე ZAG-ს არ უკავშირდება", - ამბობს ქეთი მირიანაშვილი.
შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ბაჩანა ლობჟანიძე ოთხჯერ დაკითხეს. ლობჟანიძის თქმით, ის ალტერნატიულ გამოძიებას დამოუკიდებლად აწარმოებს და საქმეში FBI-ს ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს, რის გამოც ბაჩალიაშვილების ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლობჟანიძე სულაც არ იყო დაღუპულის ახლო მეგობარი.
მასალის გამოყენების პირობები






