ბეირუთში აფეთქების გამომწვევი, 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი საქართველოდან იქნა წაღებული ლიბანში რამდენიმე წლის წინ. გაცხადებული ინფორმაციით, ტვირთი ბათუმის პორტიდან მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა 2013 წელს წაიღო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ხომალდს, რომელსაც რუსი მფლობელი ჰყავს, ლიბანის აკვატორიაში შესვლისთანავე დააკავეს და დააჯარიმეს. 2014 წელს აღნიშნული ფეთქებადსაშიში ნივთიერების ჩამოწერა მოხდა, რომელიც საწყობში მოათავსეს- 6 წლის შემდეგ კი სწორედ ამავე ტერიტორიაზე აფეთქდა.
ხომალდი „როსუსი“, რომელიც ახლაც ბეირუთის ნავსადგურთანაა, რამდენჯერმე დააჯარიმეულ იქნა ამა თუ იმ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების მიერ, თუმცა იგი ბათუმის პორტში უპრობლემოდ მიიღეს, საშიში ნივთიერებებით დატვირთეს და ნება მისცეს შეუფერხებლად გაეგრძელებინა გზა.
შეგახსენებთ, რომ ბეირუთის პორტში ამონიუმის ნიტრატის აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4000-ზე მეტი კი მძიმედ დაიჭრა. აფეთქების ტალღა და ნამსხვრევები რამდენიმე ასეულ კილომეტრზე გავრცელდა ქვეყნის მასშტაბით.
მასალის გამოყენების პირობები






