ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ აზიაში არსებული დაძაბულობის ფონზე ამერიკაში წინასაარჩევნოდ მოსალოდნელია საომარი მოქმედებების დაწყება ვაშინგტონსა და პეკინს შორის. მორისონი გამოეხმაურა კევინ რუდის სტატიას სადაც საუბარია სუპერძალებს შორის ომის დაწყების საშიშროებაზე პირველად 1953 წლის შემდეგ.
ამერიკულ ანალიტიკურ ცენტრთან ინტერვიუს დროს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იგი არ ფიქრობს „ცხელი ომის“ შესახებ, თუმცა სამხედრო კონფლიქტი შესაძლებელია.
„ ჩვენ უკვე ვაცნობიერებთ, რომ თუ ადრე წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იყო მსგავსი ტიპის თვალსაზრისით გვეფიქრა, დღეს აბსოლუტურად სხვა რეალობაა, რომელიც ძველ კონტექსტში აღარ განიხილება“- აღნიშნა მორისონმა.
მორისონმა მწვავედ გააკრიტიკა ოფიციალური პეკინი ეკონომიკური იძულების გამო,მას შემდეგ რაც ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ავსტრალიური ქერის და საქონლის ხორცის იმპორტი ქვეყანაში აიკრძალა. აღნიშულის საფუძველს კი ჩინეთის კომუნისტური პარტია ხედავს იმაში, რომ ოფიციალურმა კანბერამ მოითხოვა მკაცრად გამოიკვლიონ კორონავირუსის წარმოშობის რეალური მიზეზი და დასკვნის დასადებად დაუშვან უცხოელი ექსპერტ-დამკვირვებლები.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი კვირების განმავლობაში წყნარი ოკეანის აზიის ზონაში ძალზე აქტიურად დაცურავენ ამერიკული საავიამზიდო დაჯგუფებები- ხშირია მუქარის ტონი ჩინეთის სამხედრო მაღალჩინოსნებიდან.


მასალის გამოყენების პირობები






