ლიბანში, ბეირუთის პორტში მომხდარი შემზარავი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 80-მდე გაიზარდა, ხოლო 4000-მდე დაიჭრა. აფეთქების შედეგად ნამსხვრევები მთელი ქალაქის მასშტაბით გავრცელდა, რამაც დიდი დაზიანება გამოიწვია ურბანულ ზონაში, ქალაქგარეთაც კი.
მოჰამედ ფაჰმიმ, ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აფეთქების მიზეზს წარმოადგენს პორტის საწყობში უმეთვალყუროდ მიტოვებული 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი. მისი თქმით, პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან. ლიბანის პრეზიდენტი და მაღალჩინოსანი მთავრობის პირები პირობას დებენ, რომ პასუხისმგებლები აუცილებლად სასტიკად დაისჯებიან, ქვეყანაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.
ლიბანის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი, რომელთაც დაევალათ საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის დახმარების აღმოჩენა. 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღედაა გამოცხადებული. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გამოწვეული რყევები 240 კილომეტრის რადიუსშიც იგრძნობოდა.
სოციალურ მედიაში ვრცელდება შემზარავი ფოტო-ვიდეო კადრები, რომლებიც ასახავს აფეთქების მომენტებს- ვარაუდობენ რომ მსხვერპლი ასეულობით ადამიანს შეადგენს, რადგან უმრავლესი მათგანი ნანგრეევებშია მოყოლილი. ბეირუთის საავადმყოფოები გადატვირთულია - ათასობით ადამიანს უტარდება პირველადი დახმარებები.
მასალის გამოყენების პირობები






