როგორ დავეზღვიოთ კრიტიკული დაავადებებისგან
საზოგადოება - 18:57, 04 Aug, 2020     1376
ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობას. აქტიური ცხოვრება, ფიზიკური დატვირთვა, ჯანსაღი კვება გვეხმარება შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველთვის არსებობს კრიტიკული და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებების განვითარების რისკი. მძიმე დაავადებების მკურნალობა ერთი მხრივ მოითხოვს დიდ ფინანსურ დანახარჯს და მეორე მხრივ, მოითხოვს სწრაფ რეაგირებას, სადაც ფინანსების მობილიზებისთვის დროის დაკარგვა დაუშვებელია. ჯანმრთელობის მოფრთხილება გულისხმობს სწორედ ასეთი რისკების წინასწარ გათვლას, მათ სწორად შეფასებას და ასეთი მომენტების შეძლებისდაგვარად თავიდან არიდებას. კრიტიკული და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებებისგან დაზღვევა ის სადაზღვევო პროდუქტია, რომელიც მძიმე დაავადებებს ერთ ნაკრებში აერთიანებს. თიბისი დაზღვევა თქვენს ჯანმრთელობას მცირე მაგრამ ყველასთვის საჭირო და აუცილებელი ნაკრებით დააზღვევს.

რას მოიცავს კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ექსტრა

კრიტიკული დაავადებებისგან დაზღვევის ნაკრები ექტრა ჯანმრთელობის დაცვის სადაზღვევო სერვისია, როელიც 7 დაავადებას აერთიანებს. ნაკრების შეძენით თქვენ დაზღვეული იქნებით შემდეგი დაავადებისგან:

· ავთვისებიანი სიმსივნე, რომელშიც შედის მისი ყველა სტადია (ინვაზიური - II, III და IV სტადია და პრე-ინვაზიური - 0 და I სტადია)

· მიოკარდიუმის (გულის) ინფარქტი

· ინსულტი

· კორონარული არტერიების (გულის) შუნტირება

· თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე

· დამბლა

· სიბრმავე

სადაზღვევო ნაკრების შეძენა შეუძლია ყველას, ვისი ასაკიც 18-დან 61 წლამდეა. დაზღვევის პირობები ასევე ვრცელდება დაზღვეული პირის არასრუწლოვან შვილებზე. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი პოლისით თქვენ აზღვევთ თქვენს 0-და 18 წლამდე ასაკის შვილებსაც და ამისათვის დამატებითი თანხის გადახდა არ მოგიწევთ. გასათვალისწინებელია, რომ დაზღვევის შეძენამდე არ უნდა გქონდეთ დასმული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან სიმსივნის დიაგნოზი.

ანაზღაურების პირობები და ლიმიტები

ექსტრა ნაკრების შეძენისას თქვენ თავისუფალი ხართ ლიმიტის არჩევაში, ყოველთვიური გადასახდელი თანხაც ამის მიხედვით განისაზღვრება. თიბისი დაზღვევა გთავაზობთ ანაზღაურების სამი სახის ლიმიტს - 25 000 ლარი/10 000 დოლარი, 75 000 ლარი/30 000 დოლარი და სტატუს კლიენტებისთვის 150 000 ლარი/60 000 დოლარი. რაც შეეხება ნაკრების ღირებულებას, ეს დამოკიდებულია თქვენს ასაკსა და ასანაზღაურებელი ლიმიტის ოდენობაზე. ჯამური ღირებულების გამოთვლა შესაძლებელია ვებგვერდზე, სადაც თქვენი მონაცემების შეყვანის შემდეგ მარტივად დაითვლით გადასახდელი თანხის რაოდენობას.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაზღვეული კრიტიკული დაავადებებიდან ერთ-ერთი დაგიდგინდათ, დიაგნოზის დასმის შემდეგ მიიღებთ ლიმიტით განსაზღრულ თანხას სრულად, დამატებით კი არ მოგეთხოვებათ სამკურნალო კალკულაციის ან რაიმე სახის დამატებითი საბუთის წარდგენა. თქვენ თავისუფალი ხართ როგორც კლინიკის შერჩევაში, ასევე მკურნალობის გეგმის შემუშავებაში.

თიბისი დაზღვევა საშუალებას გაძლევთ თავისუფლად განკარგოთ თანხა, თუმცა გთავაზობთ ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიებაში დახმარებას. ეს სერვისი გულისხმობს პარტნიორ ორგანიზაცია MediGuide-თან თანამშრომლობას და მსოფლიოს მასშტაბით წამყვან სამედიცინო კლინიკებში დიაგნოზის გადამოწმებას. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, MediGuide დაგეხმარებათ უცხოეთში თქვენს მიერ შერჩეულ კლინიკაში მკურნალობის ორგანიზებაში.

ექსტრა ნაკრების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე. მის შესაძენად მხოლოდ პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ. სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებულია მოცდის პერიოდი, რომელიც 90 დღეს შეადგენს. ამ დროის გასვლის შემდეგ კი თქვენი ჯანმრთელობა დაზღვეული იქნება 7 ყველაზე გავრცელებული კრიტიკული დაავადებისგან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42