"გამოცდიდან გამოვედი და მომახალეს, რომ ნაშვილები ვიყავი, ჩემს მშობლებთან მივედი და ვუთხარი..." - რას ყვება ბიჭი, რომელმაც ტყუპისცალი იპოვა
საზოგადოება - 11:59, 04 Aug, 2020     2970

საგამოცდო ცენტრში ნაპოვნიძმა - ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს თელავის საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ.

ირკვევა, რომ რომ ლუკა კულულაშვილი და ლევან მარტაშვილი დედამ ისე გააშვილა, რომ დედობილ-მამობილმა ტყუპისცალის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. მოგვიანებით, როდესაც ლუკას მამა გარდაეცვალა, ბიძამ უამბო, რომ ნაშვილებია და ძმა ჰყავს. ლევანმა ძმის შესახებ კი საგამოცდო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ შეიტყო.

„გამოცდიდან გამოვედი და მომახალეს ამბავი, რომ ნაშვილები ვიყავი და ძმა მყავდა.

ლუკას კლასელმა მნახა და უთხრა, სკოლასთან შენი ორეული ვნახეო. ამის შემდეგ ლუკა ყოველდღე მეძებდა. მანამდე, ბიძამისმა დამინახა გზაზე და მიცნო. ერთმანეთი ნანახი არ გვყავდა, მაგრამ მიხვდა, რომ ძმები ვიყავით. საგამოცდო ცენტრიდან რომ გამოვედი, ტრასაზე დავინახე. მანქანიდან გადმოვედი და შოკში ჩავვარდი, რადგან საოცრად მგავს. არავის არაფერი უთქვამს, თვითონ მივხვდი ყველაფერს.

როცა ეს ამბავი გავიგე, ჩემს მშობლებთან მივედი და მადლობა გადავუხადე. ვუთხარი, არასდროს დაგივიწყებთ, რომ ამიყვანეთ და გამზარდეთ-მეთქი. ლუკამაც იგივე თქვა“, – იხსენებს ლევანი.

ბიჭები ამბობენ, რომ ერთმანეთს მშობლები გააცნეს და ისეთი ურთიერთობა აქვთ, როგორიც ძმებს უნდა ჰქონდეთ.

„ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, ისეთი როგორიც ძმებს უნდა ჰქონდეთ. ამ ამბით გავბედნიერდი, ყოველთვის მინდოდა ძმა მყოლოდა და თითქოს ვგრძნობდი კიდეც, რომ მარტო არ ვიყავი. ამ დროს კი წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ნაშვილები ვიყავი.

შეიძლება ზოგს ეთქვა მშობლებისთვის, რატომ ამიყვანეთ და გამზარდეთო და იმის ძებნა დაეწყო, ვინც გააჩინა. არადა, ვინც მთელი ცხოვრება მოგიძღვნა, აღგზარდა, შენს გამო ყველაფერი დათმო, ისინი არიან მთავარი“, – ამბობს ლევან მარტაშვილი „სარკესთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42