ანტიდასავლური პროპაგანდა სოციალურ ქსელში - "სამართლიანმა არჩევნებმა" 34 ფეისბუქ გვერდი გამოავლინა, რომელიც პლატფორმა "ალტ-ინფოსთანაა" კავშირში და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა.
34 გვერდიდან 12 ღიად, 22 გვერდი კი ფარულად არის აფილირებული ანტიდასავლური პროპაგანდის გამავრცელებელ პლატფორმასთან.
ორგანიზაციამ სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად გამოავლინა როგორც "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებული გვერდები, ასევე ის ჯგუფები, სადაც კოორდინირებულად ხდება მასალების განთავსება.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მთავარი პრობლემა ინფორმაციის არათემატურ ჯგუფებში გავრცელებაა, რადგან მომხმარებელი ვერ ხვდება, რომ პროპაგანდასთან აქვს საქმე.
"ალტ-ინფოს" მასალები ორგანიზებულად ვრცელდებოდა 25 სხვადახვა Facebook ჯგუფში. რადიკალური, ანტი ლიბერალური განწყობების მქონე ორგანიზაცია და ჯგუფი, რომელიც ავრცელებს ანტიდასავლურ პროპაგანდას ამავე სქემით, ხდებოდა ორგანიზებულად გავრცელება მათი გადაცემის, სადაც კრემლის ექსპანსიური პოლიტიკის მთავარი იდეოლოგი, დუგინი ჰყავდათ მოწვეული, - ამბობს ISFED-ის წარმომადგენელი მიხეილ ბენიძე.
მასალის გამოყენების პირობები






