ბრიტანეთის მთავრობამ შეისყიდა ინფექციის დამდგენი უახლესი ორი სახეობის მილიონობით ტესტი, რომლებსაც შეუძლიათ აღმოაჩინონ არა მარტო კოვიდ 19 , არამედ სხვა სახის ვირუსებიც, რომლებიც ვრცელდება შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე- ამის შესახებ განაცხადა ბრიტანეთის ჯანმრთელობის სამინისტრომ.
ზემოხსენებული ტესტებით ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე მომარაგდებიან საავადმყოფოები, მომვლელთა სახლები და ლაბორატორიები.
„ჩვენ ვიყენებთ დღეს არსებულ ყველაზე ინოვაციურ ტექნოლოგიებს კორონავირუსთან გასამკლავებლად. მილიონობით სწრაფი ტესტები საშუალებას მოგვცემენ 90 წუთის განმავლობაში მივიღოთ უზუსტესი პასუხი, რომლითაც შევძლებთ დაავადების გავრცელების ე.წ ჯაწვების დროულად „დამსხვრევას“- განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეტ ჰენკოკმა.
ექსპერტების განცხადებით, აღნიშნული ახალი ტესტები საშუალებას მისცემს სამედიცინო უწყებებს, მოხდეს იმ ვირუსების სწრაფი დიფერენციაცია, რომლებიც ცირკულირებენ ზამთრის თვეებში- ამ ფონზე საშუალება მიეცემათ დაავადებულ პაციენტებს, დროულად მიიღონ ინფიცირებაზე პასუხი, რომლის შემდეგაც ისინი იზოლირდებიან და მიიღებენ ყველა არსებულ სამკურნალო საშუალებას.
მასალის გამოყენების პირობები






