ბრიტანული გავლენიანი გამოცემა INDEPENDENT-ი წერს მეცნიერების სენსაციური კვლევის შესახებ, რომლითაც მკვლევარების აზრით მარსი ოდესღაც დაფარული იყო ყინულის დიდი ფენებით, ისეთივეთი, როგორიცაა დედამიწაზე დღეს არქტიკაში, თუმცა აქ არ ფიქსირდებოდა გადინებადი მდინარეები.
როდესაც პლანეტა მარსის ზედაპირზე არსებული ხეობების იქნა აღმოჩენილი და გამოკვლეული მეცნიერთა მიერ, მკვლევარებმა გამოთქვეს იმედები, რომ აღნიშნულ ადგილას შეიძლებოდა ოდესღაც მდინარეები გამდინარე წყლები დაფიქსირებულიყო. აღნიშნული მოსაზრება მეცნიერებს დაეხმარა ჩამოეყალიბებინათ იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ დროს პლანეტა იყო ნოტიო და თბილი, სადაც წვიმდა და ოკეანეებიც არსებობდა.
მეცნიერების ბოლოდროინდელი ვარაუდით კი, წყალი რომელიც მარსზე ადრე არსებობდა, შეიძლებოდა აქ ყოფილიყო იმ ყინულის სახით, რომელმაც დედამიწის შემთხვევაში ჩამოაყალიბა არხები კანადურ არქტიკურ არქიპელაგში.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს მარსზე არსებული ათასობით ხეობა, რამაც მათ დეტალური ინფორმაციის მოგროვების შესაძლებლობა მისცა მათ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ისინი იკვლევდნენ იმ ფაქტს და მიდიოდნენ იმ დასკვნამდე რომ გაერკვიათ მიზეზი თუ რამ განაპირობა მათი წარმოქმნა ამ პლანეტაზე.
"მარსზე არსებული ხეობები საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან- თქვენ თუ სატელიტიდან დააკვირდებით დედამიწას დაინახავთ უამრავ ხეობას, რომელთა ნაწილის წარმოქმნა განაპირობეს მდინარეებმა, მყინვარებმა და სხვადასხვა პროცესებმა, რომლებიც წყალთან იყო ასოცირებული. მარსზე არსებული ხეობები, სწორედ ზემოხსენებულ და სხვა პროცესების ურთიერთქმედების შედეგად ამოიკვეთა პლანეტის ზედაპირზე" - აღნიშნავენ მეცნიერები.

მასალის გამოყენების პირობები






