აშშ-ში, ფლორიდის შტატში მამაკაცი გრანდიოზული ქურდობის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება იმ ფაქტს, რომ მან 140 000 $-იანი პორშე 911-ის მოდელი ბანკის ყალბი ჩეკით შეიძინა, რომელიც საკუთარ სახლში, კომპიუტერისა და პრინტერის გამოყენებით ამობეჭდა.
42 წლის კეისი ვილიამ კელიმ 27 ივლისს გამოიყენა თავისი ყალბი ბანკნოტი პორშეს ოფიციალური ავტოსალონიდან უახლესი მოდელის სპორტული მანქანის გამოსაყვანად. მას ავტომობილი ავტომაღაზიიდან ეჭვმიუტანლად გაატანეს.
ოკალოოსას ოლქის შერიფის განყოფილებას კომპანია პორშემ ოფიცალურად იმავე დღეს მიმართა- მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს, რომ 139 203 $-იანი ჩეკი იყო გაყალბებული. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კელის თავის წარმატებულ აფიორულ სქემაზე უარი არ უთქვამს. მას შემდეგ, რაც იგი პორშეს ოფიციალური პატრონი გახდა არალეგალური გზით, თავისი ყალბი ჩეკებით გადაწყვიტა სამი როლექსის საათის შეძენა. მან დაბეჭდა 61 521 $-ის ყალბი ჩეკი და მირამარის სანაპიროზე არსებულ საიუველირო მაღაზიაში საათის შესაძენად გამოიყენა.
იუველირმა აღმოაჩინა ყალბი ჩეკი, რომლის შესახებაც მან პოლიციას განუცხადა. კელი ამჟამად უკვე პატიმრობაში იმყოფება პორშეს ინციდენტის გამო.
მასალის გამოყენების პირობები






