ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გამოძიებისადმი უნდობლობაზე საუბრობენ და უკვე მეორე დღეა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციიდან მათ ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
გარდაცვლილის დედისთვის კითხვის ნიშნებს ტოვებს ის გარემოებაც, რომ საკალმახე რომლის კამერების ჩანაწერსაც ადვოკატი ითხოვდა, აღმოჩნდა რომ 4 წელია არ მუშაობს.
ოჯახი საგამოძიებო უწყებას ბაჩალიაშვილის საქმეში კითხვებზე პასუხის გასაცემად დროს ოთხშაბათამდე აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი უწყებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.
"იგნორს მიკეთებენ, თითქოს წიწილა მოკვდა და იმის დედაა, მერე რა. ჩვეულებრივ მოკვდავთან რატომ უნდა მივიდეს პრემიერი, ალბათ ასე ფიქრობს. კი ბატონო, მისი გადასაწყვეტია" - აღნიშნა ბაჩალიაშვილის დედამ. მათტან აღარ მივალ თუ ამ ხნის მანძილზე დრონის ჩანაწერებს არ დამიდებენ , ან ოქმებს, ან საქმის მასალებს არ გამაცნობენ აღარანაირი ნდობა აღარ მექნება. არ ვითანამშრომლებ მაგათთან" - აცხადებს გოგონას დედა.
მასალის გამოყენების პირობები






