ხეჩინაშვილის კლინაში ლევან თოფაძესა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის შესახებ პირველი კომენტარი გაკეთდდა. კლინიკის კლინიკური მენეჯერის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ორივე პაციენტი, კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მედიკოსის ინფორმაციით, ერთი პაციენტი ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მეორე კი ქირურგიულ დეპარტამენტშია მოთავსებული.
„არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ოპერაცია ჩაუტარდა ორივე პაციენტს, კონკრეტულად რა ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ მათ, ამ დეტალებს ვერ გავახმაურებთ. ერთ-ერთი პაციენტი შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაწერილი იქნას კლინიკიდან, მაგრამ დღეს არა. ერთი პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში, ერთი პაციენტი მკურნალობს ქირურგიულ დეპარტამენტში. ორივე პაციენტი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის. ამ დროისათვის არცერთ პაციენტს არანაირი დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება",- განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.
ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. საქმეზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.
მასალის გამოყენების პირობები






