BBC-ი ირანში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რეალური რაოდენობის დამალვასა და მონაცემების გაყალბებასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. ბრიტანული გამოცემის ირანული ოფისის „ჟურნალისტ-გამომძიებლის’’ მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში 3-ჯერ აღემატება ხელისუფლების მიერ გაცხადებულ მონაცემებს.
ოფიციალური ირანის განცხადებით, ქვეყანაში სულ 17 405 ადამიანია ზემოაღნიშნული ვირუსისგან დაღუპული, რეალურად კი მათი ეს რაოდენობა შესაძლოა 42 000-საც კი აღემატებოდეს. ინფიცირებულთა რაოდენობაც მინიმუმ ორჯერ მეტია ოფიციალურ მონაცემებზე და შეადგენს 451 024 ადამიანს.
ირანი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა კოროანვირუსისგან. უკანასკნელ კვირებში აქ გაცილებით მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ.
შეგახსენებთ, რომ ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, უკანასკნელ 24 საათში 2600-მდე ინფიცირების შემთხვევა აღინიშნა, ხოლო 215 მათგან ფატალურად დასრულდა. ამ დროისთვის, დადასტურებულად 270 228 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 402 საავადმყოფოში გადის აქტიურ მკურნალობას.
მასალის გამოყენების პირობები






