ბერლინში საკარანტინო შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ათეულობით პოლიციელი დაშავდა, რომელთაგან 3 მათგანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. 20 000 -იანი აქციის დაშლის მცდელობისას სულ 45 სამართალდამცავი დაშავდა. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი წარმაოდგენს მცდარ განგაშს.
ბერლინის მერმა, მაიკლ მიულერმა გააკრიტიკა საპროტესტო აქციის მონაწილეები და განაცხადა, რომ მათ არც კი უფიქრიათ არსებულ რეალობაზე და ერთმანეთის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ.
გერმანიის პარლამენტის დეპუტატმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, მომიტინგეებს „კოვიდიდიოტები“ უწოდა. „ათიათასობით კოვიდიოტი ზეიმობს მეორე ტალღის ფონზე დისტანცირების წესების დაცვის და ნიღბების გარეშე. ისინი საფრთხეში აგდებენ არა მარტო ჩვენს ჯანმრთელობას, არამედ ჩვენს მიღწევებსაც კი პანდემიასთან ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში სულ 211 462 კორონაინფექციის შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან ფატალური 9226 აღმოჩნდა. 193 600 გამოჯანმრთელდა, ხოლო 8600 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.
მასალის გამოყენების პირობები






