აშშ-ში ჯორჯიის შტატის სამმა პატიმარმა ციხის დარაჯი, რომელსაც საკნების მიმდებარედ გულის შეტევა დაემართა, სიკვდილისგან იხსნეს. მიშელ სმოლსი, ტერი ლოულესი და უოლტეს უაითჰედი, გაეშურნენ შერიფის თანაშემწის დასამხარებლად, როდესაც იგი უგონოდ მიენარცხა დაფას.
მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტი სმოლსმა შენიშნა, ატეხა განგაში და სხვების ყურადღების მიპყრობა სცადა- პატიმრები საკნის კარებზე აქტიურად აბრახუნებდნენ. ამ დროის განმავლობაში კი გონწასულ ჰობსს დაუბრუნდა ცნობიერება და თვითონ გაუღო საკნის კარები ზემოხსენებულ პატიმრებს. მსჯავრდებულები საკნიდან გამოვიდნენ და ციხის დარაჯის რაციის გამოყენებით სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
პატიმართა აღნიშნული ქმედება შერიფის სამსახურმა გმირობად შეაფასა და საკუთარ გვერდზე დაწერა: „ დიდება ამ პატიმრებს იმისათვის, რათა მათ ჩვენი თანამშრომელი, რომელსაც გულის შეტევა ჰქონდა ციხის შენობაში, სიკვდილს გადაარჩინეს. ჩვენ მადლობას ვუხდით მათ დროული დახმარებისთვის. უნიფორმა ვერ გაქცევს გმირად, ეს მხოლოდ პიროვნულობამ შეიძლება განსაზღვროს. შერიფის ტვიტერის გვერდზე იმ სამი პატიმრის ფოტოა ატვირთული, რომელთაც სამართალდამცავი გადაარჩინეს.
პატიმარმა უაითჰედმა აღნიშნა: „ძალზე შემეშინდა, მე არ მაინტერესებს ის პოლიციის ოფიცერი იყო თ არა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რათა ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინო. არ მინდა ვინმე კვდებოდეს“.
მასალის გამოყენების პირობები






