მექსიკის ცენტრალურ რეგიონში განრისხებული მოსახლეობა თავს დაესხმა ქალს იმის გამო, რომ მათ შეამჩინეს შეამჩინეს თუ როგორ მოჰქონდა ქუჩაში თავისი შეყვარებულის მოჭრილი თავი. ადგილობრივთა ინფორმაციით, ქალმა თავის მეგობარ ბიჭს სატანისტური რიტუალის დროს მოაჭრა თავი.
პოლიციელებმა სანტიაგო კაუტენეკოს განრისხებული მოსახლეობა დააკვეს მაშინ , როდესაც ისინი ღამით 35 წლის ვერონიკას თავს დაესხნენ. ადგილობრივი მედიის განცხადებით, ვერონიკამ სავარაუდოდ მაჩეტესა და სამზარეულოს დანის გამოყენებით მოკლა 70 წლის ყასაბი ხორხე რამოსი ლა კანადაში, რომლის შემდეგაც კაუტენკოს ქუჩებში მოძრავი ვერონიკა შეამჩნიეს მოქალაქეებმა.
ადგილობრივთა თქმით ვერონიკა ტიროდა და ძალზე დაბნეული იყო. მაშინ როდესაც მისი დამშვიდება სცადეს, რივერამ შავი პარკი დააგდო, საიდანაც რამოსის თავი გამოგორდა. ამის შემდეგ მას სასტიკად გაუსწორდნენ. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქალი პოლიციამ გადაიყვანა საავადმყოფოში- მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გენერალური პროკურატურა ქალისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






