აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევი სომხეთის მთავრობა ჯორჯ სოროსთან ურთიერთკავშირში დაადანაშაულა.
„ თვალსაჩინოა, რომ სომხეთში მოწყობილი რევოლუცია სოროსის ინტერესჯგუფების კიდევ ერთი პროვოკაცია იყო. სომხებს ნამდილად ეზიზღებოდა წინა ხელისუფლება, რადგან ისინი მართლაც რომ საძულველნი იყვნენ, მიუხადავად ამისა დღევანდელი ხელისუფლება წინასგან დიდად არ განსხვავდება. შემთხვევითი და უბრალოდ დამთხვევა ვერ იქნება ის , რომ სოროსის ფონდმა სომხეთის ხელისუფლებას 600 000 დოლარი გამოუყო პანდემიასთან ბრძოლისთვის. რომელ ქვეყანას გაუწიეს მათ მსგავსი სახის დახმარება? აზერბაიჯანს? არა.
ჩვენს ქვეყანაში სოროსის ფონდის კვალიც კი არა ჩანს, რადგან ისინი აქ პროვოკაციებით იყვნენ დაკავებულები და ახალგაზრდებზე მანიპულირებდნენ, რომლებსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ამხედრებდნენ. აღნიშულმა ფონდმა წარმატებას სომხეთში მიაღწია. სომხეთის ხელისუფლება სოროსის ფონდიდან ფინანსდება და მათ ჯაშუშთა რიგებში ირიცხებიან, რომელთა შეკვეთბს უპირობოდ ასრულებენ“- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
მასალის გამოყენების პირობები






