ბელგიაში სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა ძმამ ბაღში უცნაურ მდგოამრეობაში მყოფი და აღმოაჩინა- 54 წლის ქალი კაკანებდა და თავი ქათამი ეგონა. გავრცელებული ინფორმაციით, მას სტაბილური სამუშაო ჰქონდა ფარმაცევტულ კომპანიაში და არ აღენიშნებოდა ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება, რასაც მსგავსი უჩვეულო მოვლენა შეეძლო გამოეწვია.
კაკანის შემდეგ ქალმა დაიწყო ლოყების დაბერვა და მამალის მსგავსად ყივილი, რაც რამდენიმე საათი გრძელდებოდა. აღნიშნულის შემდეგ ძმამ მისი საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. საავადმყოფოში მიყვანილმა ქალმა ექიმებს განუცხადა- „რამდენიმე წუთის განმავლობაში თავი ქათამი მეგონა“.
გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ქალს გონების დაკარგვიდან ცნობიერება აღუდგა, მას ისეთივე მცირე მეხსიერება ჰქონდა, რომ ქათამივით იქცეოდა. ერთ-ერთი ვერსიით, მისი ფსიქიური აშლილობა უკავშირდება ღრმა დეპრესიას, რომელიც მან განიცადა ოჯახის წევრის გარდაცვალებით.
ექიმების განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა შიზოფრენიას და ფსიქოლოგიური დეპრესიას უკავშირდება. ზემოაღნიშნულის მსგავსი სიმპტომები შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან ათწლეულებამდე.
მასალის გამოყენების პირობები






