80 წლის ნიუ-იორკელი ქალი, ჯუდი ჰანტი 31 იანვარს საავადმყოფოში მოათავსეს ბარძაყის ძვლის მოტეხილობით. მან ივლისის დასაწყისში დატოვა საავადმყოფო- ამ თვეების განმავლობაში კი დაამარცხხა სეფსისი, ანევრიზმა, ჩაუტარდა ოპერაციები მუცლისა და გულის არეში, აგრეთვე გადაიტანა კოვიდ 19-ის ინფექცია,- ამის შესახებ CNN-ს მისმა ექიმებმა განუცხადეს.
ჰანტი ინტერვიუს დროს იხსენებს - „ ეს იყო ისტერიულად სასაცილო. როგორც კი გამოჯანმრთელობისკენ მივდიოდი, რაღაც ახალი ჩნდებოდა. აი ამიტომ მეცინებოდა. ჰანთს კოვიდ-19 მარტში დაუდგინდა, რომლის შემდეგაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიაერთეს. მას თავდაპირველად აქტიურად აძლევდნენ ჰიდროქსიქლოროქინის ანტიბიოტიკებს, რომელმაც მისი გულის მდგომარეობა გაართულა და მას გულის შეტევა განუვითრდა, თუმცა მან ესეც გადაიტანა. ექიმები აღნიშნულ ფაქტს „გამაოგნებელ გამოჯანმრთელებად“ აფასებენ.
ჯუდის ექიმმა გაბრიელ დილუოზომ აღნიშნა: „ ექთნებს ვესაუბრებოდი, რომლებსაც ვუთხარი- მე რომ ამ ქალის გენების ამოღება შემეძლოს, აუცილებლად შევეცდებოდი, რომ ისინი ჩემს სისხლში მომეთავსებინა, ეს ქალი ურღვევია“.


მასალის გამოყენების პირობები






