ფლორიდელმა მამაკაცმა, რომელმაც სახელმწიფოსგან კორონავირუსის კრიზისის განმავლობაში თავისი ბიზნესის მხარდაჭერისთვის 4$ მილიონი დოლარის ღირებულების სესხი გადასახადის დაცვის პროგრამიდან მიიღო, შეისყიდა ძვირადღირებული ნივთები, მათ შორის სპორტული მანქანა ლამბორჯინი.
“paycheck protection program” გახლავთ გადასახადის სპეცპროგრამა, რომელიც ამერიკის მთავრობის დადგენილებით უნდა მოხმარდეს პატარა ბიზნესებსა და მათ მფლობელებს ფინანსური კრიზისისა და გაკოტრების თავიდან არიდების მიზნით. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი საჩივრის საფუძველზე ამტკიცებს, რომ დეივინ ჰაინსმა რამდენიმე კომპანიის სახელით მოითხოვა 13.5$ მილიონი დოლარის ღირებულების სესხი, რომელიც შემდგომში მან გამოიყენა მდიდრულ მაღაზიებსა და მაიამის სანაპიროებზე არსებულ ძვირადღირებულ სასტუმროებში დასასვენებლად. დახმარების მიღების შემდეგ მან სახელმწიფო მოატყუა, რომ ფული სრულად გადაუხადა თანამშრომლებს.
ჰაინსს სასამართლომ ბრალი წაუყენა 3 საქმეზე: ბანკთან თაღლითობისთვის, ფინანსური ინსტიტუციებისთვის ცრუ განცხადებისა და უკანონო მიზნებისთვის შემოსავლის მიღების გამო .
ამერიკის ბანკი მამაკაცს პანდემიის განმავლობაში ფინანსური დახმარების გაცემას დათანხმდა და 70 თანამშრომლის ფინანსური უზრუნველყოფისთვის $4 მილიონ დოლარამდე გადარიცხა.
ბიზნესმენის წინა თვეების ანგარიშზე ყოველთვიური შემოსავალსა და გასავალს შორის ბალანსი შეადგენდა 200 000$-ს, ხოლო სახელფასო დანაკლისის ფონზე მხოლოდ 12 ადამიანისთვის იყო ფული გადასახდელი. გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ჰაინსმა ზემოხსენებული დახმარების პაკეტით ბიზნესის გაჯანსაღებისთვის გაცემული თანხა მიიღო, მან 2020 წლის ლამბორჯინი იყიდა, რომლისთვისაც 318 000 $ გადაიხადა.
მასალის გამოყენების პირობები






