ასაკოვანმა წყვილმა, რომლებიც კორონავირუსით დაავადნენ, უარი განაცხადეს ერთმანეთთან განშორებაზე მკურნალობის პროცესის განმავლობაში- მათ ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებულ საწოლებზე მკურნალობდნენ ერთ ინტენსიურ პალატაში. მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა, მათ მაინც მოახერხეს გამოჯანმრთელება.
73 წლის კონჩეტა სკოლაროს განცხადებით, მას ძალზე ეშინოდა რომ მოკვდებოდა, რადგან ბარნეტის საავადმყოფოში გადაყვანის მომენტში მას ვირუსით გამოწვეული მაღალი ტემპერატურა და სუნთქვასთან დაკავშირებული მძიმე პრობლემები აღენიშნებოდა.
9 დღის შემდეგ მისი 79 წლის ქმარიც გადაიყვანეს იმავე საავადმყოფოში სამკურნალოდ, სადაც კონჩეტა იყო მოთავსებული. წყვილის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, ექიმთა კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ცოლ-ქმარი გვერდიგვერდ საწოლებზე მოეთავსებინათ- ასე ისინი ერთმანეთს უფრო გაამხნევებდნენ, რაც დადებითაც აისახებოდა მათ ემოციურ განწყობაზე.
სკოლაროს თქმით, მას ეგონა რომ კვდებოდა- „ მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ არასოდეს ვნახავდი ჩემს მეუღლეს, შვილებსა და შვილიშვილებს“
16 დღიანი ბრძოლის შემდეგ სკოლარი სახლში 8 ივლისს გაწერეს, ხოლო მეორე დღეს კი მისმა ქმარმაც დატოვა საავადმყოფო. ცოლ-ქმარი 1963 წლიდან ქორწინებაშია.

მასალის გამოყენების პირობები






