უკანასკნელი თვეების განმავლობაში ვატიკანის ელექტრონულ ქსელზე კიბერშეტევები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი შეტევის დროს ჰაკერებმა „იარაღად“ ელექტრონული ფაილი გააგზავნეს, რომელშიც კარდინალი პიეტრო პაროლინის სამძიმარზე იყო საუბარი.
NEW YORK TIMES-ის მიერ მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ ჩინელმა ჰაკერებმა ვატიკანის კომპიუტერულ ქსელში შეაღწიეს და 3 თვის განმავლობაში საიდუმლო მასალები გაჰქონდათ. ჩინურმა კომუნისტურმა პარტიამ უკანასკნელ პერიოდში დაიწყო ფარულად ვრცელი კამპანია, რათა გააძლიეროს ზეწოლა რელიგიურ ჯგუფებზე. ვატიკანზე თავდასხმის უმთავრეს მიზანს ჩინელი ჰაკერებისგან წარმოადგენდა კომპიუტერულ ქსელებში შეღწევა და ჰონგ-კონგში ვატიკანის ინტერესებისა და კონკრეტული განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციების მოძიება.
კიბერშეტევა ვატიკანის კომპიუტერულ ქსელზე მაშინ დაფიქსირდა როცა, რომის პაპი ჩინეთში ეპისკოპოსების დანიშვნის საკითხს განიხილავდა. ამ დრომდე უცნობია, თუ რა ინფორმაცია იქნა გატანილი ვატიკანიდან.
მასალის გამოყენების პირობები






