უახლესი რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემა PANTSIR S1-ის ორი გამშვები კომპლექსი, რომელიც ეთიოპიის არმიის მფლობელობაში იმყოფებოდა უამინდობამ „შეიწირა“. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული გამოცემის ინფორმაციით, ორი მანქანა, რომელიც უზრუნველყოფდა რადიოლექტროსადგურ ხიდასეს უსაფრთხოებას მდინარე ნილოსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაიწვა და მეორე მათგანი მწყობრიდან გამოვიდა მას შემდეგ, რაც მათ მეხი დაეცა.
შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული ანტისაზენიტო სისტემამ წარმოებელი ვერც ახლო აღმოსავლეთის მიმდინარე კონფლიქტებში ასახელა. მაისში თურქულმა სააგენტო ანადოლუმ ეროვნული წარმოების უპილოტო დამრტყმელი საფრენი აპარატებით მე-9 ლიბიური PANTSIR-ის განადგურების შესახებ განაცხადა , რომელიც ამბოხებული გენერლის, ხალიფა ხაფთარის ძალების მფლობელობაში იყო.
მასალის გამოყენების პირობები






