ინგლისის სამედიცინო უწყების ხელმძღვანელთა დასკვნა გამოქვეყნდა კორონავირუსის ახალ რისკ ჯგუფებთან დაკავშირებით. მეცნიერთა ინფორმაციით, ჭარბი წონა და მისი გავლენა იმუნიტეტსა და სასუნთქ სისტემაზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს კოვიდინფიცირებულთა შემთხვევაში, რაც ზრდის ჰოსპიტალიცებისა და სიკვდილის რისკს აღნიშული დაავადებისგან.
კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ცხიმოვანი ქსოვილი ან სხეულის ცხიმი შესაძლოა, უფრო მგრძობიარე იყოს ინფექციის მიმართ, რადგან იგი შეიცავს ფერმენტის მაღალ დონეს, რომელსაც მარტივად უერთდება კორონავირუსული ნაწილაკები. ჭარბი ცხიმის მიღება ვირუსს შესაძლებლობას აძლევს მოიპოვოს ადამიანის ორგანიზმის უჯრედში წვდომა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ჭარბი წონა აძლევს ინფექციას წვდომას ქსოვილზე,რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს სასუნთქ ფუნქციაზე, სისლხსა და იმუნიტეტზე, რომლებიც საკვანძო ფაქტორებს წარმოადგენენ კოვიდ 19-თან ბრძოლაში. ჭარბი წონა ადამიანის გულმკერდის ზონაში დიდ გავლენას ახდენს ფილტვების მუშაობაზე- ამცირებს მათ ფუნქციას და ორგანიზმში ჟანგბადის მიმოსვლის დონეს.
სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ ხშირ შემთხვევაში აღენიშნებათ ანთების მწვავე მიმდინარეობა. ანთებითი პროცესი ხელს უშლის სხეულში ცილის ბუნებრივ გამოყოფას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს იმუნური სისტემის რეგულირება და გაძლიერება
სტატისტიკური მონაცემებით დადგინდა, რომ ბრიტანეთში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა 70 %-ზე მეტს ჭარბი სიმსუქნე აღენიშნებოდათ.
მასალის გამოყენების პირობები






