მალაიზიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნაჯიბ რაზაკი დამნაშავედ სცნეს 7 საბრალდებო საქმეში კორუფციის კუთხით- აღნიშულ ბრალდებათაგან რამდენიმე დაკავშირებულია მილიარდობით დოლარის მითვისებასთან. გავრცელებული ინფორმაციით, ფული სახელმწიფო ფონდიდან იქნა მოპარული. რაზაკი გახდა პირველი მთავრობის მეთაური ქვეყნის ისტორიაში, რომელიც მექრთამეობის ბრალდებით დამნაშავედ სცნეს.
აღნიშული სკანდალის შესახებ ინფორმაცია თაღლითობისა და კორუფციის საერთაშორისო ქსელმა გამოავლინა. ნიჯაბს შესაძლოა ციხეში რამდენიმე ათეული წლის გატარებამ მოუწიოს, თუმცა იგი ჯერ კიდევ თავისუფალია, რადგან საჩივრები ჯერ არ ამოწურულა. ნიჯაბი უარყოფს ყველა ბრალდებას და აცხადებს, რომ იგი მისმა ფინანსურმა მრჩევლებმა, განსაკუთრებით კი გაქცეულმა ჯო ლოუმ შეცდომაში შეიყვანა.
მალაიზიის განვითარების ფონი დაარსდა 2009 წელს, მაშინ როდესაც ნაჯიბი რაზაკი გახდა პრეზიდენტი. აღნიშული უწყების შექმნას იმ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების მოტივებით განსაზღვრავდნენ. 2015 წელს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები გაჩნდა მას შემდეგ რაც დაიკარგა გადასახადები რომლებიც განკუთვნილი იყო ბანკებთან და ობლიგაციის პატრონებთან.
მალაიზიელი და ამერიკელი საგამოძიებო უწყებები ირწმუნებიან და ამტკიცებენ, რომ 4.5 $ დოლარის მითვისება მოხდა უკანონოდ, რომლიც გადამისამართება მოხდა პირადი მიზნებისთვის. დაკარგული ფული დაკავშირებულია მდიდრულ უძრავ ქონებასთან, პირად სამგზავრო თვითმფრინავთან, ვან გოგისა და მონეს ხელოვნების ნიმუშეთან და აგრეთვე ჰოლივუდი ცნობილ ფილმთან, უოლ სტრიტის მგელთნ.
ყოფილ პრემიერს თითოეული ბრალდებისთვის 15-იდან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






