საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ამერიკის შეერთებული შტატების გუნდთან ანგარიშით, 23-25 დამარცხდა.
შეხვედრა დრამატული გამოდგა, რადგან ბორჯღალოსნები მატჩს შეხვდრის ბოლო წამებამდე 23-22 იგებდნენ, თუმცა მატჩის დამატებით დროში ამერიკის ეროვნული გუნდის სასარგებლოდ დადებული ჯარიმა ადამ სიდელმა ზუსტად გამოიყენა და შეხვედრა სტუმართა სასარგებლოდ 25:23 დასრულდა.
მატჩის პირველ ტაიმში ანგარიში ქართველებმა გახსნეს. საწყის 40 წუთში ამერიკელთა ჩათვლის მოედანზე ლელო თედო ზიბზიბაძის გადაცემით მერაბ კვირიკაშვილმა დადო, თუმცა ამერიკელებმა საპასუხო ლელოს გატანა მოახერხეს და პირველი ტაიმი 15-13 მოიგეს.
დაძაბული იყო შეხვედრის მეორე ნახევარი. ამერიკელებმა ორი ლელოს, საქართველოს ნაკრებმა კი ერთი ლელოს დადება მოახერხა, რომელიც მერაბ შარიქაძემ შეასრულა.
საბოლოოდ გამარჯვება ამერიკამ მოიპოვა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მორიგ ტესტ-მატჩს 23 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამოას წინააღმდეგ ჩაატარებს.
მასალის გამოყენების პირობები






