სამხრეთ აფრიკაში შეიარაღებული მამაკაცები, რომლებიც ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს შეიჭრნენ და ცდილობდნენ მრევლის დაყაჩაღებას, ცნობილი რაგბისტის, იოსტ ვან დერ ვესთჰაიზენის ძმამ და ყოფილმა პოლიციის ოფიცერმა მოკლა. სროლის შედეგად მესამე მძარცველიც მძიმედ დაიჭრა.
პოლიციის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც თავდამსხმელები ტაძარში შეიჭრნენ, ისინი ფულის მოთხოვნის პარალელურად მრევლსა და პასტორ კობუს ერასმუსს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ- უმრავლესი მათგანი იარაღის ტარით სცემეს. თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა იარაღი პასტორს თავში დაუმიზნა, რომელსაც სიტყვიერად შეურაცხყოფდა და სასწრაფოდ ითხოვდა ფულს. პიტერ ვან დერ ვესთჰაუზენმა კი ამ მომენტში თავდაცვის მიზნით ცეცხლი გახსნა და ორივე თავდამსხმელი ადგილზე გაანეიტრალა, ხოლო მესამე კი მძიმედ დაჭრილი გაიქცა.
ინციდენტის შედეგად, არც ერთ მლოცველის სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია, ხოლო პასტორს კი მცირედი დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში.

მასალის გამოყენების პირობები






