სამხედრო ავიაცია, საარტილერიო დანადგარები, ქვეითები და ჯავშანტექნიკა- 29 ივლისიდან თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი ფართმოსასტაბიანი სამხედრო სწავლება იწყება
მსოფლიო - 14:24, 27 Jul, 2020     2343

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ოფიციალურ ანკარასა და ბაქოს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ჩატარდება აზერბაიჯანული და თურქული შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო სწავლება, რომელშიც ორივე ქვეყნის სახმელეთო და საჰაერო ძალები მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთობლივ წვრთნებში ჩართული იქნებიან ქვეითი სამხედროები, ჯავშანტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და ნაღმტყორცნები, აგრეთვე საბრძოლო თვითმფრინავები და ანტისაჰაერო სისტემები. სახმელეთო ძალების სწავლება გაიმართება ბაქოსა და ნახიჩევანსა და ბაქოში 1-იდან 5 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო სხვადასხვა საავიაციო ტექნიკის აქტიურ გამოყენებას წვრთნების სვლელობისას ადგილი ექნება 29 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით. საფრენი აპარატების მოქმედების არეალი იქნება ბაქო, ნახიჩევანი, განჯა, ქურდამირი და იევლახი.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა აზერბაიჯანის თოვუზისა და სომხეთის თავუშის რეგიონებში, სადაც ამ დრომდე შეზღუდული ჩართულობით მიმდინარეობს შეტაკებები ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის. აღნიშნული სწავლება კი ერთგვარი მუქარის ნაბიჯია ოფიციალური ერევანისთვის, რომ კონფლიქტის გაღვივების შემთხვევაში თურქეთი სრულად დაუჭერს მხარს აზერბაიჯანის სამხედრო მიზნებს- ამის შესახებ კი არაერთხელ საჯაროდ განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42