გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ ოფიციალური ბერლინი ტრამპის შეთავაზების მიუხედავად, უარს აცხადებს, დიდ შვიდეულში დააბრუნოს რუსეთი. აშშ-ს პრეზიდენტმა გასულ თვეს აღნიშნა, რომ არსებობს დიდი პერსპექტივა G7-ის ფორმატის გაფართოების და მასში რუსეთის გაწევრიანების, რომელიც გაძევებულ იქნა 2014 წელს უკრაინის რეგიონის, ყირიმის ანექსიის გამო.
გერმანელმა დიპლომატმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ არ ხედავს რაიმე შანსს რუსეთის ფედერაციის G7-ში დაბრუნების, რადგან არ შეიმჩნევა პროგრესი კონფლიქტის აღმოფხვრის კუთხით ყირიმსა და ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში.
მაასმა აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია კიდევ ერთხელ გახდეს G7-ის ფორმატის სრულუფლებიანი წევრი, რისთვისაც მან უნდა შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების კუთხით.
მასალის გამოყენების პირობები






