ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში, ამერიკის საკონსულოში სახელმწიფო დროშები 10 საათზე მანამ დაუშვეს სანამ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურად განაცხადებდა დიპლომატიური უწყების „დახურვასთან“ დაკავშირებით.
ჩინეთმა დიპლომატიური წარმომადგენლობითი ორგანოს „გაუქმება“ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თავდაპირველად ოფიციალური ვაშინგტონის განკარგულებით მოხდა ჩინური საკონსულოს დახურვა ჰიუსტონში. პოლიციამ ჩენგდუს საკონსულოში შესვლა შეზღუდა. დილის 10 :24 წუთზე შეიმჩნეოდა 4 ჩინელი მაღალჩინოსნის გადაადგილება აწ უკვე ყოფილი ამერიკული საკონსულოს ტერიტორიაზე, რომლის შემდეგაც შენობა ოფიციალურად გადავიდა მათ კონტროლქვეშ.
კვირას, სანამ ოფიციალურად დასრულდებოდა საკონსულოს დახურვის პროცესი, ადგილობრივი მაცხოვრებლები შეიკრიბნენ დიპლომატიურ უწყებასთან , სადაც ფოტოები გადაიღეს ჩინური დროშების აფრიალების ფონზე. დაძაბულობამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომისა და კორონავირუსის შემდეგ ისევ უმაღლეს დონეს მიაღწია, როდესაც ამერიკის დიპლომატიური უმაღლესი უწყების ბრძანებით ტეხასის შტატში შპიონაჟისა და ინტელექტუალური საკუთრების მოპარვის ბრალდებით დახურეს ჩინური საკონსულო.


მასალის გამოყენების პირობები






