სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის დედა ქსენია ფილფანი, რომელიც თბილისში დუბაიდან გუშინ ჩამოფრინდა, არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ილია თბილისში იყოს. მისი თქმით, მოზარდი დიდი ხნის განმავლობაში მამასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. დედა ამბობს, რომ ბავშვს სამეზობლოში მეგობრები არ ჰყავს, რადგან არ იცის ქართული. მოზარდი, კორონავირუსის პანდემიის გამო დედის და მეგობრების გარეშე საქართველოში დარჩა.
როგორც ქსენია ფილფანმა "დროებასთან" ინტერვიუში განაცხადა, თბილისში მოზარდის მამიდა ცხოვრობს, რომელსაც ისინი ხშირად სტუმრობდნენ.
"თუ განვიხილავთ გაქცევის ვერსიას, როგორც დედამ, არ ვიცი, სად უნდა წასულიყო. მესმის, რომ უზარმაზარი მანძილებია, მაგრამ ერთადერთი, სადაც შეეძლო წასვლა, არის თბილისი, რადგან ძალიან კარგად იცნობს აქაურობას, ბევრ დროს ვატარებდით, ბევრს ვსეირნობდით. თბილისში მისი მამიდა ცხოვრობს, სადაც ხშირად ვჩერდებოდით. მან იცის, სად არის ბინა და შეუძლია თავად მიაგნოს. არ მჯერა, რომ შეიძლება ბათუმში ან ქობულეთში იყოს, თუმცა შესაძლოა ვცდები", - განაცხადა თბილისში გუშინ ჩამოსულმა ქსენია ფილფანმ
ილია ფილფანის დედამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც შვილს სახლში დაბრუნებას სთხოვს.
„ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი. შენთან ჩამოვედი, შენ წასაყვანად. ძალიან მიყვარხარ. გთხოვ დაბრუნდი“, – ამბობს ქსენია ფილფანი და საზოგადოებას სთხოვს, თუ სადმე შენიშნეს მისი შვილი, ბიჭი, რომელიც ქართულად ვერ ლაპარაკობს, აუცილებლად აცნობონ შესაბამის ორგანოებს.
მასალის გამოყენების პირობები






