რიგები, საცობები და ეგზოტიკის ხილვის სურვილში მივიწყებული კორონავირუსი – რა ხდება დენდროლოგიური პარკის შესასვლელთან
საზოგადოება - 15:19, 25 Jul, 2020     7229
15 ივლისს შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი გაიხსნა. ბიძინა ივანიშვილის პარკი 60 ჰექტარზეა გადაჭიმული. ტერიტორიაზე იხილავთ აჭარა-გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიდან წაღებულ გიგანტურ ხეებს, რომლებსაც შავი ზღვა გადააცურინეს. ამასთანავე, პარკში მისულ დამთვალიერებელს მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა დახვდება.

დენდროლოგიურ პარკში შვიდი კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს და მათი უმრავლესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 8 ჰექტარზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გადატანილი ენდემური ჯიშის ხეებია დარგული. კოლექციაში 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი ნიმუშია წარმოდგენილი, მათ შორის კვიპაროსი, მაგნოლია, კედარი, მუხა, ჭადარი, ნეკერჩხალი და სხვა. დენდროლოგიურ პარკში გაშენებულია ბამბუკის ტყეც. ზოგიერთი ხის ასაკი კი 300 წელს აღემატება.

როგორ დაიწყო დენდროლოგიური პარკის გაშენება?

ეს მოხდა 2016 წლის მარტში – ციხისძირში, სარკინიგზო ლიანდაგთან ახლოს მდგარი ხე ტიტა მიწიანად ამოძირკვეს, შესაბამის ბარჟაზე დადეს, მიიტანეს ზღვის სანაპირომდე და შავი ზღვა გადააცურინეს. მხოლოდ აჭარის რეგიონში მინიმუმ 13–მა ხემ გაიზიარა "ტიტა პირველის" ბედი.

ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის მარტში, მაშინ, როცა ქვეყანაში კორონავირუსის გამო სხვადასხვა რეგულაციები მოქმედებდა, შეკვეთილში ექვსი ჭადარი ჩაიტანა. მისმა კომპანიებმა სოფელ ქარიატაში სამუშაოები სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული ტერიტორიებისა თუ ინფრასტრუქტურის განადგურებით შეასრულეს. ხეები სოფლიდან მდინარე ხობისწყლამდე მიიტანეს, მდინარის კალაპოტი ჩაჭრეს და ბარჟაზე მდგარი ასწლოვანი ჭადრები ამ გზით მიიტანეს დენდროლოგიურ პარკამდე.

რა ვითარებაა დღეს?


პარკის ადმინისტრაცია, გახსნიდან 4 დღეში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერიტორიას 100 ათასი ვიზიტორი ესტუმრა. მნახველების ნაკადი კი ყოველდღიურად იმატებს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კილომეტრიანი რიგების ფოტოები და ასევე საცობებია პარკთან მისასვლელ საავტომობილო გზაზეც.

ქვეყანაში კორონავირუსის გამო გარკვეული რეგულაციები კვლავ მოქმედებს, სპეციალისტები კი ვირუსის მეორე ტალღის დაწყებას წინასწარმეტყველებენ. პარკის შესასვლელთან არ არის დაცული არავითარი ნორმა, არც მოითხოვება პირბადეები და ვერ ხერხდება სოციალური დისტანციის დაცვა, იმ დისტანციისა, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აუცილებლად დასაცავია.


ქვეყანაში Covid-19–ის შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს, სპეციალისტები არ გამორიცხავენ კვლავ მკაცრი რეგულაციების ამოქმედებას თუ საზოგადოება არ დაიცავს წესებს.


იმ პირობებში, როცა მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საქართველოში, კერძოდ შეკვეთილში, ასობით ადამიანი ოლიგარქის კუთვნილი ზებრებისა და ფლამინგოების მონახულების მოლოდინით, კორონავირუსის მივიწყებითაა დაკავებული.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42