სამხრეთ აფრიკაში 50 პატიმარი გაიქცა ციხიდან და გავრცელებული ინფორმაციით, ახლომდებარე მანქანები გაიტაცეს.
პატიმრები, რომლებიც მალმესბერის ციხიდან გაიქცნენ დასავლეთ კეიპში, დააფიქსირეს ვიდეოკადრებზე ტოიოტას ავტოსალონთან. მთავრობის მიერ ოფიციალურად უკვე მოუწოდეს მოსახლეობას, რომ იყვნენ ფრთხილად, რადგან გაქცეულთა შორის არიან მძიმე დანაშაულში ბრალდებულებიც. ამ დრომდე არ ცხადდება ადგილობრივ დონეზე საგანგებო მდგომარეობა.
გაქცეულთა ნაწილი ავტოსალონში შეიჭრა, რამდენიმე მათგანი კი ახლომდებარე სკოლაში. თვითმხილველთა ინფორმაციით, ზოგიერთმა პატიმარმა ავტოპარკინგზე მდგარი ავტომობილების ფანჯრები ჩაამსხვრია და მანქანა გაიტაცა. პოლიციელთა ინფორმაციით, 14-მდე პატიმარი დააბრუნეს უკან. სამართალდამცავებმა გამოაქვეყნეს თეთრი სატვირთოს ფოტო, რომელშიც მათი ინფორმაციით, სხედან ციხიდან გაქცეულები.



მასალის გამოყენების პირობები






