კათოლიკურ დედათა მონასტერში 13 მონაზონი გარდაიცვალა 1 თვის განმავლობაში- აღნიშუნლის მიზეზი კორონავირუსია.
12 ქალი, რომელთა ასაკი 66-იდან 99-ია, დაიღუპა ფელიშანის მონასტერში, მიჩიგანში. სასულიერო პირთა ფატალური შემთხვევები დაფიქისრდა 10 აპრილიდან 10 მაისამდე. მე-13 მათგანი კი რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალა- მისი მდგომარეობა ძალზე დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში ისევ ცუდად გახდა, რამაც ქალის გარდაცვალება გამოიწვია.
ზემოხსენებული მძიმე ვითარების ფონზე, მონასტრის „გადარჩენილ“ მონაზვნებს ეკრძალებოდათ სხვა სასულიერო პირების დაკრძალვებზე დასწრება. მათ დღემდე უზღუდავენ ერთმანეთის ოთახებში შესვლას. აგრეთვე აკრძალულია 2 ადამიანზე მეტის სადილობა მაგიდასთან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსის რაოდენობა უკვე გასცდა 4 მილიონს და შეადგენს, 4 170 274-ს, რომელთაგან 147 333 გარდაიცვალა, 2 მილიონამდე გამოჯანმრთელდა და დამატებით 2 მილიონი ამ დრომდე აქტიური მკურნალობის ფაზაშია.

მასალის გამოყენების პირობები






