ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პრეზიდენტი ნიქსონის სახელობის ბიბლიოთეკაში გამოსვლისას ისაუბრა ჩინეთსა და მის ხელისუფლებასთან დაპირისპირების უმძიმეს ფაზებზე. მან მოუწოდა თავისუფალ ქვეყნებს, რომ ერთად დადგნენ და გაიმარჯვონ იმ საფრთხეზე, რომელიც ჩინური ახალი ტირანიის სახით ყველას ემუქრება.
„დღეს ჩინეთის მთავრობის ავტორიტარიზმი საგრძნობლად იზრდება ქვეყნის შიგნით, ხოლო საგარეო ურთიერთობებში მისი დამოკიდებულება ყველგან მტრობისკენაა მიდრეკილი“
„თუ ჩვენ არ შევცვლით კომუნისტურ ჩინეთს, კომუნისტური ჩინეთი ჩვენ შეგვცვლის.უნდა ვაღიაროთ სიმართლე, რომელმაც უნდა გვიხელმძღვანელოს წლებისა და ათწლეულების განმავლობაში. თუ ჩვენ გვინდა რომ ვიმყოფებოდეთ თავისუფალ 21 საუკუნეში და არა ჩინურ საუკუნეში, რომელზეც ძინპინი ოცნებობს, უნდა გავიაზროთ რომ ძველი ცნებებისა და იდეების სისტემა ბრმა ჩართულობისა და ურთიერთქმედებების მხრივ დღეს არ იმოქმედებს- ჩვენ არ უნდა ვიხელმძღვანელოთ წარსულით და არ უნდა დავუბრუნდეთძვენ პრინციპებს“- განაცხადა პომპეომ.
სახელმწიფო მდივანმა გამოსვლის დროს აღნიშნა აგრეთვე ის ფაქტი, რომ ჩინეთ-ამერიკის კონკურენცია წარმოადგენს თანამედროვე ცივ ომს- „ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან არის მისია ჩვენს დროში და ამერიკა ძალზე წარმატებულად ახორციელებს მას“.
პომპეოს განცხადებით, ჩინეთი იმავე შეცდომებს იმეორებს, რასაც საბჭოთა კავშირი აკეთებდა, მათ შორისაა გაუცხოება მოკავშირეებთან და საკუთრების უფლებისა და კანონის უზენაესობის უარყოფა. მან სი ძინპინს უწოდა იმგვარი პოლიტიკოსი, რომელსაც გაკოტრებული ტოტალიტარული იდეოლოგიის დღესაც კი სჯერა.
„პეკინი ჩვენზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე ჩვენ მათზე. საუბარი არ მიდის შეკავებაზე. საუბარია ახალ რთულ გამოწვევაზე“
მასალის გამოყენების პირობები






