პაკისტანში ქალაქ პენჯაბში, საზარელი მკვლელობა მოხდა. ძმამ, რომელსაც საკუთარი ვაჟის ძმის ქალიშვილზე დაქორწინება სურდა და უარი მიიღო, საცხოვრებელ სახლში ჩუმად შეიპარა და 14 წლის გოგონას საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
ცეცხლმოკიდებული ბავშვი სახლიდან გამოვარდა და მეზობლებმა ის საავამდყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მძიმე დამწვრობის გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები და ოჯახის სხვა წევრები დანაშაულის დამალვას ცდილობდნენ, ცხედარი დამარხეს და ყველას ეუბნებოდნენ, რომ გოგონა გაზის აფეთქების შედეგად დაშავდა და გარდაიცვალა. მაგრამ პოლიციამ მშობლებისა და ნათესავების დაკითხვის შემდეგ, ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები გამოავლინა და ბიძა დააკავა. დაკითხვის შემდეგ მან დანაშაული აღიარა.
მედიის ცნობით, გოგონას მამამ ძმას ბიძაშვილების დაქორწინებაზე უარი იმიტომ განუცხადა, რომ ქალიშვილს სხვა ნათესავზე ათხოვებდა.
მასალის გამოყენების პირობები






