ბავშვი კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას, კვალი რომ არეოდა, ამის შანსი არ არის - ამის შესახებ მესტიაში დაკარგული მოზარდის ახლობელმა, რამაზ ფილფანმა განაცხადა.
ფილფანის თქმით, ბავშის გაუჩინარების რამდენიმე ვერსია არსებობს, რომელთაგან დასაბუთებული არცერთი არაა და არგუმენტირებული არ არის.
"არანაირი კვალი არ არსებობს, არ არსებობს ხელჩასაჭიდი ვერსია. სამაშველო და ოჯახი ყველგან ვეძებთ. არსებობს რამდენიმე ვერსია, თუმცა არგუმენტირებული არცერთი არ არის. 18 ივლის დილის 11 საათზე გამოვიდა სახლიდან დაახლოებთ 10 წუთში ნახეს ბოლოს და მას შემდეგ მისი კვალი იკარგება. მეზობელმა ნახა, როგორ გამოვიდა მისი ველოსიპედით, ამის მერე აღარავის უნახავს.
ვითომ, იმ დღესვე ნახეს, მაგრამ ეს არის მისი მამიდაშვილი და გვანანერთამენთს, ეს იყო ბავშვი, რომელმაც თვითმხილველები შეცდომაში შეიყვანა. ძალიან ხშირად სეირნობდა მამიდაშვილთან ერთად.
ბავშვი კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას, კვალი რომ არეოდა, ამის შანსი არ არის. ვფიქრობთ, რომ პროტესტის ნიშნად დატოვა სახლი. არსებობს ეს ვერსია, მაგრამ ამის არსებითი საფუძველი არ ჰქონდა. ასაკიდან გამომდიანრე, შეიძლება წასულიყო ქალაქში, ზღვაზე, ნებისმიერ ადგილას, სადაც დროებით მოშორდებოდა, არსებულ გარემოს.
ვფიქრობთ, რომ ასაკიდან გამომდიანრე, შეიძლება ჰქონოდა რეალობიდან გასვლის სურვილი. მეორე ვერსია, რაც გვაქვს მდიანრესთან სიახლოვესთან არის კავშირში და შეიძლება გადავარდნილიყო მდინარეში, ან სადმე იმალება, სხვა ვერსიას აღარ განვიხილვათ. სადაც კი ვიდეო კამერა არსებობს, არსად არ ჩანს, ყველა კამერა როგორც ვიცი შემოწმებულია,"- განაცხადა რამაზ ფილფანმა.
მასალის გამოყენების პირობები






