შემაშფოთებელი სკანდალი ვაშინგტონსა და პეკინს შორის- ჩინელი მეცნიერი ამერიკის პროკურატურას გაურბის და თავს სან-ფრანცისკოს ჩინურ საკონსულოს აფარებს
მსოფლიო - 17:41, 23 Jul, 2020     2090

მეცნიერი, რომელიც ეჭვმიტანილია ვიზების თაღლითობასა და ჩინურ არმიასთან ურთიერთკავშირის შენიღბვაში, სან-ფრანცისკოში არსებულ ჩინურ საკონსულოში იმალება- ამის შესახებ აცხადებენ ამერიკელი მაღალჩინოსნები.

პროკურატურაში ირწმუნებიან, რომ ზემოხსენებული საქმე ჩინეთის პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებში ხდება სამხედრო მეცნიერების აშშ-ში მალულად გაგზავნა.

ოთხშაბათს ტრამპის ადმინისტრაციის განკარგულებით ჩინური დიპლომატიური მისიის დახურვის ბრძანება გასცეს ჰიუსტონში. ადმინისტრაციის განცხადებით, საკონსულო ჩართული იყო ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაში.

ჩინეთის ოფიციალურმა დიპლომატიურმა უწყებამ დაგმო ამერიკელთა ქმედებები მეცნიერთა და საკონსულოების მიმართ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვანგ ვენბინმა დაადანაშაულა სახელმწიფო დეპარტამენტი შევიწროებასა და სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში ჩინელი მეცნეირების წინააღმდეგ.

„ ამერიკელთა არაგონივრული ქმედებების ფონზე ჩინეთმა აუცილებებლი ღონისძიებების ფარგლებში უნდა იმოქმედოს და დაიცვას თავისი ლეგიტიმური უფლებები“- განაცხადა ვენბინმა პრესკონფერენციის დროს, რა დროსაც აშშ-ს ბრალდებებს მავნებლური ცილისწამება უწოდა.

სან-ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოში აცხადებენ, რომ ბრალდებული სახელად, ჰუან ტანგი იყო ბიოლოგიის მკვლევარი კალიფორნიის უნივერსიტეტში.

გასულ თვეს FBI-ის მიერ ჩინელი მეცნიერი ქალის დაკითხვისას მან განაცხადა, რომ არასოდეს უმსახურია ჩინეთის არმიაში. მიუხედავად ამისა გამოძიების შედეგად მის საცხოვრებელში აღმოჩენილ იქნა ფოტოები, სადაც იგი სამხედრო უნიფორმაშია , აგრეთვე ნაპოვნია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ტანგის კავშირებს ჩინეთის სამხედრო უწყებასთან. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ამჟამად სან-ფრანცისკოს აფარებს თავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42