"ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას" - მაიკ პომპეო
მსოფლიო - 14:33, 23 Jul, 2020     2820

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ოფიციალურ გვერდზე უელსის დეკლარაციის ხელმოწერიდან 80 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. აღნიშულ წერილს ხელს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აწერს. დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და უკრაინაზეც, რომელთა მიმართ რუსეთი განაგრძობს საოკუპაციო პოლიტიკას.

„უელსის დეკლარაცია არის საამაყო მომენტი აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ისტორიაში, რომელიც გამოხატავს ჩვენს მეგობრულ აქტს ესტონელი, ლიტველი და ლატვიელი ხალხის მიმართ. 80 წლის წინ, აშშ-მა უარი განაცხადა ბალტიის ქვეყნების საბჭოთა კავშირში გაერთიანების აღიარებაზე. სსრკ-ს კრიმინალური აქტი განხორციელდა 1939 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმების საიდუმლო პუნქტის საფუძველზე. მიუხედავად ამ ბნელი დღეებისა, ბალტიის ქვეყნების ხალხს არ დაუკარგავთ იმედი, რომ საბჭოთა კავშირის პატიმრობაში მყოფი ერების კარები გაიღებოდა“.

„უელსის დეკლარაცია არ გახლავთ ჩვეულებრივი ისტორიული არტეფაქტი- აშშ-მა როგორც ბალტიის ქვეყნების იძულებითი გაერთიანება სსრკ-ში არ აღიარა, ანალოგიურად, ჩვენთვის ყოველთვის მიუღებელი იყო და იქნება რუსეთის თავდასხმა და ხელყოფა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე, რომელსაც მოსკოვი ახორციელებდა ყირიმის ანექსიით, მარიონეტების მხარდაჭერითა და აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციით, აგრეთვე საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით“ - აღნიშნა პომპეომ

შეგახსენებთ, რომ უელსის დეკლარაცია იყო დიპლომატიური განცხადება, რომელიც 1940 წლის 23 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, სამნერ უელსის მიერ გამოქვეყნდა. აღნიშნულ განცხადებაში ოფიციალური ვაშინგტონი გმობდა საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის- ესტონეთი, ლატვიისა და ლიტვის ოკუპაციას და უარს აცხადებდა ანექსირებული საბჭოთა რესპუბლიკების ოფიციალურად ახალი სახელმწიფო სტატუსის მქონე ქვეყნებად აღიარებაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42