ებოლას მკვლელი ვირუსი აფრიკაში უკონტროლოდ ვრცელდება- კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაავადების შემთხვევათა რაოდენობა კრიტიკულად იზრდება. ამის შესახებ განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობათა პროგრამის ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა.
ინფიცირებულთა რიცხვმა აფრიკულ ქვეყანაში 60 შეადგინა. ჯანმოში მიიჩნევენ, რომ ადამიანთა დაკრძალვები წარმოადგენს უმთავრეს საფრთხეს ვირუსის გავრცელებისთვის. უქმეების განმავლობაში რაიანის თქმით, კონგოში 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა- „ დაავადება აქტიური და უკონტროლოა“.
მისი განცხადებით, აღნიშული დაავადება ჯერ კიდევ აქტიურია და აღნიშული ინფექცია ადამიანის ორგანიზმისთვის კორონავირუსთან შედარებით გაცილებით მძიმე შედეგის გამომწვევია,რაც გამომდინარე რეგიონისთვის უდიდესი საფრთხის შემცველი იქნება თუ მათ საერთაშორისო დახმარება არ მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები






