პოლიციელის თავგანწირვა-სამართალდამცავი 15 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულის დასაჭერად მე-13 სართულიდან გადახტა
მსოფლიო - 12:45, 23 Jul, 2020     2492

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ყაზახურ სოციალურ მედიაში აქტიურად მიმდინარეობს ერთ-ერთი პოლიციელის გმირობის განხილვა- საქმე ეხება პედოფილის ექსტრემალურ სიტუაციაში დაკავების ფაქტს.

36 წლის ბაკიტჟან ბაკიროვი და მისი პარტნიორი, მეირ ნესიპბეი დასახმარებლად გამოიძახეს ქალაქ ალმათის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში. პოლიციის ოპერატორთან ზარის ავტორმა აღნიშნა, რომ საცხოვრებელში შეიჭრა სექსუალური მოძალადე და თავს დაესხა 15 წლის გოგოს. როდესაც ეკიპაჟი ადგილზე მოვიდა, ეჭვმიტანილი ფანჯრიდან გადახტა, რა დროსაც უკანვე დაედევნა ბაკიროვიც.

პოლიციელის თქმით, მან მოგვიანებით გაიაზრა მომხდარი, რომ მოძალადე შესაძლოა თავის მოკვლას ცდილობდა რაზეც მისი დაპატიმრების მომენტში არც კი უფიქრია. ოფიცრისთვის საბედნიეროდ, ფანჯრის გარეთ, ორი სართულით დაბლა აღმოჩნდა აივანი, სადაც ბოროტმოქმედი და პოლიციელი დაეშვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბაკიროვმა ფეხი მოიტეხა, მან მაინც მოახერხა ეჭვმიტანილის, შის დაპატიმრება. სამართალდამცავი ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შის აგრეთვე ბრალად ედება გოგონას სახლიდან 13 000 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტური თანხის მოპარვა და არასრულწლოვანის 4 წლის ძმის დატერორებას. ყაზახეთის კანონმდებლობის თანახმად, ბოროტმოქმედს ქიმიური კასტრაცია სპეციალური მედიკამენტების საშუალებით ჩაუტარდება, რომლებიც სქესობრივ ლტოლვას სრულად დაუქვეითებს მას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42