ორშაბათს ეგვიპტის პროკურატურამ გასცა განკარგულება „ზემო ეგვიპტის“ რეგიონში დააკავონ მამაკაცი, რომელიც თავისი დედის, ცოლისა და 3 ქალიშვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ბოროტმოქმედი ამ დროისთვის უკვე დაკავებულია.
ბრალდებულმა აღიარა, რომ მან დანაშაული სხვა ქალთან სასიყვარულო ურთიერთობის გამო ჩაიდინა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა თავის სატრფოს გაუმხილა სურვილის შესახებ, რომ აპირებდა ამჟამინდელ მეუღლეს დაშორებოდა და მასზე ექორწინა. ამ ამბის ფონზე მამაკაცმა თავისი შვილების, ცოლისა და დედისგან თავის დასაღწევად მკვლელობა განიზრახა.
მედიის განცხადებით, ზემოხსენებული მკვლელობა განხორციელდა შაბათს დილით, როდესაც მკვლელი კაიროში სამსახურიდან დედის სახლში დაბრუნდა.
როდესაც ოჯახის წევრები დასაძინებლად შევიდნენ ოთახებში, ბოროტმოქმედი მათ ოთახებში რამდენიმე წუთის შემდეგ შეიჭრა და თითოეული მათგანი დაახრჩო, ხოლო შემდეგ კი საცოვრებელს ცეცხლი წაუკიდა. მისმა მეოთხე ქალიშვილმა გაქცევა ძლივს მოასწრო. 13 წლის გადარჩენილმა გოგომ აღნიშნული ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებებს.
არასრულწლოვანის თქმით, მას შემდეგ რაც მამამ მისი დახრჩობა სცადა, მან გონება დაკარგა - მშობელს იგი მკვდარი ეგონა, რის გამოც იგი დატოვა უგონო მდგომარეობაში. 13 წლის ბავშვი რამდენიმე წუთში გონზე მოვიდა რა დროსაც შემზარავი ფაქტის მომსწრე გახდა- მის ირგვლის გარდაცვლილი ოჯახის წევრთა სხეულები იწვოდა, მასსაც დაეწვა მარჯვენა ხელი, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღნიშნული დამწვრობა არ აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები






