საფრანგეთში, ქალაქ გრენობლში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. თავის გადაჩენის მიზნით, ორი, 3 და 10 წლის ბავშვი ცეცხლმოკიდებული შენობიდანმ დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა, რომლებიც ქვემოთ მგდომმა ხალხმა დაიჭირა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ უფროსმა ჯერ სამი წლის ბავშვი გადმოაგდო ფანჯრიდან, ხოლო შემდეგ თვითონ გადმოხტა.
ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათთან ერთად სამედიცინო დაწესებულებაში 17 ადამიანი იმყოფება, რომლებიც დაკვამლიანების შედეგად მოიწამლნენ. ასევე ცნობილია, რომ ბავშვების დაჭერის შედეგად ორ ადამიანს მხრის მოტეხილობა აღენიშნება და ისინიც სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან.
ხანძრის შედეგად, 100 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა მთლიანად დაიწვა. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, ასევე უცნობია სად იმყოფებოდნენ ბავშვების მშობლები ინციდენტის დროს.
მასალის გამოყენების პირობები






