კორონავირუსის ვაქცინის პირველი შედეგები- ,,ოქსფორდის პრეპარატი უსაფრთხოა და ქმნის დაავადების საწინააღმდეგოდ აუცილებელ მდგრად იმუნურ სისტემას“
მსოფლიო - 20:01, 20 Jul, 2020     4326

კორონავირუსის ვაქცინათაგან ერთ-ერთმა კანდიდატმა, რომელზეც კომპანია ASTRAZENECA და ოქსფორდის უნივერსიტეტი მუშაობდა, კვლევების შედეგად აჩვენა, რომ პრეპარატი ძლიერ იმუნურ სისტემას აყალიბებს და ადამიანებზე მისი გამოყენება უსაფრთხოა. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს INDEPENDENT-ი.

კვლევაში, რომელშიც 1077 ადამიანი მონაწილეობდა, აღმოჩნდა, რომ ვაქცინა ასტიმულირებს იმუნურ სისტემას რათა ორგანიზმმა გამოყოს ისეთი ანტისხეულები და ლეიკოციტები, რომლებიც შეებრძოლებიან ვირუსს. ასევე მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ზემოხსენებულ ვაქცინას შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი ეფექტებიც. პროფესორმა სარა გილბერტმა, ოქსფორდის უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აღმოჩენა ძალზე დამაიმედებელია, მაგრამ „ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, სანამ ოფიციალურად დავადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენს ვაქცინას შეუძლია კოვიდ 19-ის პანდემიის მართვა“.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ შედეგები ძალზე დამაიმედებელი და პოზიტიურია, რის გამოც მან მიულოცა ვაქცინაზე მომუშავე ექიმებს . „ ჯერ არ არსებობს გარანტიები, ჩვენ არ ვართ საბოლოო ეტაპზე ამ დრომდე, თუმცა მომდევნო კვლევები იქნება ძალზე მნიშვნელოვანი, რომელიც საკვანძო იქნება სწორი მიმართულების არჩევისთვის“ .

ვაქცინა, სახელწოდებით AZD1222 დამზადებულია გენური ინჟინერიით მიღებული ვირუსისგან, რომლებიც იწვევენ გაციებას მაიმუნებში. აღნიშნული ვირუსი სპეციალურად დაასუსტეს, რათა არ გამოეწვია რაიმე სახის დაავადება ადამიანებში. იგი შეიცავს კორონავირუსული ინფექციის ადრეული ვირუსის, სარსის პროტეინებს.

როდესაც ზემოხსენებული ანტივირუსის გენური უჯრედი შედის ადამიანის სხეულში, იგი ეხმარება იმუნურ სისტემას ამოიცნოს კორონავირუსული ნაწილაკები, რომელთა დათრგუნვასა და დასუსტება ხდება ეტაპობრივად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42