19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული მკვლელობა - ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე "ფორმულასთან" დეტალურად იხსენებს რა მოხდა მას შემდეგ, როდესაც ლისისკენ მიდიოდნენ და მათ წინ მანქანა გაჩერდა. ფოტოგრაფის თქმით, მცხეთიდან წამოსვლის შემდეგ მათ ავტოსტოპით სურდათ თბილისში წასვლა, რა დროსაც მანქანა მიუახლოვდათ, საიდანაც რამდენიმე პირი გადმოვიდა, მათ შორის ერთი რკინით შეიარაღებული. ბრეგვაძის თქმით, რკინის დანახვის შემდეგ შენობისკენ გაიქცა და კამერის უსაფრთხოების დაცვას სცადა.
„ჩემი კამერა ძალიან მიყვარს და მაგის უსაფრთხოება უზრუნველყავი, როცა ზევით ავედი მეორე სართულზე. ჩავდე ჩანთაში კამერა. იმ შენობიდან გადახედვა არ მიცდია, რომ დავენახე ამოვიდოდნენ. დავრეკე 112-ში. მერე ველაპარაკე ოპერატორს, გუგლ მეპზე რაც ვნახე, ქებაბ ჰაუსი, ის ვუთხარი ოპერატორს. ხმაური ისმოდა, მაგრამ გარკვევით რას ამბობდნენ, ვერ გავიგებდი. როცა გადმოვიდნენ მანქანიდან, პირდაპირ ჩხუბზე გადმოვიდნენ, მაგ დროს დარტყმა არ დამინახავს, მაგრამ დიდ გულზე იყო. სახეზე არ შემიხედავს, რკინა დავინახეთ და ყველა გავიქეცით. გიორგის დაკარგვა და იქ რა მოხდა, არ ვიცოდი. ესეთი რაღაც რომ მოხდა, ძალიან განვიცდი, მაგრამ არ შემიძლია გამოხატვა, ასეთი ვარ“, – აცხადებს ბრეგვაძე.
მასალის გამოყენების პირობები






