ხანძარი ნანტის "პეტრე-პავლეს" საკათედრო ტაძარში (ვიდეო)
მსოფლიო - 14:46, 18 Jul, 2020     2335

ქალაქ ნანტის "პეტრე-პავლეს" საკათედრო ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ტაძარს ადგილობრივი დროით 07:30 სთ.-ზე მოედო. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

ხანძრის ლიკვიდაციისთვის ნანტში მობილიზებულია 70 სახანძრო ბრიგადა.

როგორც ქალაქ ნანტის სახანძრო სამსახურის უფროსმა ლორან ფერლემ ჟურნალისტებს განაცხადა,

ცეცხლმა ტაძრის შესასვლელი მხარე და ორღანი დააზიანა. არის საშიშროება, რომ ჩამოინგრეს პლატფორმა, რომელზეც ორღანი იდგა. შენობის ჭერი, რომლიც რამოდენიმი წლის წინ ბეტონის თაღებით გაამაგრეს არ დაზიანებულა.

მისი თქმით, ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მისი კერების ჩაქრობა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც ამ დროისთვის ბრიუსელში ევროსამიტზე იმყოფება, მეხანძრეებს საკუთარი Twitter-ს გვერდზე მხარდაჭერა გამოუცხადა.

«პარიზის “ნოტრ დამის” შემდეგ, ცეცხლის ალშია გახვეული ნანტის "პეტრე-პავლეს" საკათედრო ტაძარი. მხარდაჭერას ვუცხადებ მეხანძრეებს. რომლებიც სიცოცხლის ფასად იმისათვის იბრძვიან რომ, გადაარჩინონ ეს გოთიკური საგანძური » – დაწერა ემანუელ მაკრონმა.

აღსანიშნავია რომ, ნანტის "პეტრე-პავლეს" საკათედრო ტაძარში ხამძარი 1972 წელსაც გაჩნდა და შენობის დიდი ნაწილის ხელახალი რესტავრირება გახდა საჭირო.

ისტორიული შენობის მშენებლობა 1434 წელს დაიწყო და 457 წლის შემდეგ 1891 წელს დასრულდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42