ბანგლადეშში საავადმყოფოს ხელმძღვანელი დააკავეს იმის გამო, რომ მან კორონავირუსის ტესტის ათასობით ყალბი უარყოფითი პასუხი გასცა პაციენტებზე. იგი სამართალდამცავებმა მაშინ დააპატიმრეს, როდესაც ინდოეთში ცდილობდა გაქცევას.
ზემოხსენებულ სისხლის სამართლის დანაშაულზე მოჰამედ შაჰედი 9 დღის განმავლობაში იძებნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი პაციენტებზე კორონავირუსის უარყოფითი ტესტის პასუხებს ისე აყალბებდა, რომ კოვიდ სიმპტომების მქონე ადამიანებს არც კი უტარდებოდათ გამოკვლევები.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში 42 წლის შაჰედთან ერთად დანაშაულებრივ სქემაში ჩართული ათობით ადამიანიც დააკავეს. ეპიტემიოლოგთა და ექსპერტთა განცხადებით, გაყალბებულმა დოკუმენტებმა კიდევ უფრო გააუარესა კოვიდგარემო ქვეყანაში. მათი განცხადებით, აღნიშულ დამნაშავეთა მოქმედებით, ათიათასობით გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შაჰედის საავადმყოფოში 10 500 კორონავირუსული ტესტი ჩატარდა, რომელთაგან 4200-ის დიაგნოსტირება ნამდვილად მოხდა, ხოლო დანარჩენი 6300 ტესტის პასუხები ისე იქნა გაცემული, რომ მათზე სინჯები არც კი აუღიათ და არც ლაბორატორიული სწრაფი კვლევა განხორციელებულა.
ოფიციალური მონაცემებით, ბანგლადეშში 200 000-მდე ინფიცირებისა და 2547 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული. 108 000 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 88 000 ჯერ კიდევ რჩება საავადმყოფოებში.
მასალის გამოყენების პირობები






